ახალი ამბები
აფხაზმა დეპუტატებმა აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის შესახებ "კანონის" ამოქმედება გადაიფიქრეს
სოხუმში 23 მარტს აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" მიერ დაანონსებული მიტინგი არ შედგა. მისი გამართვის ინიციატორები "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების გაპროტესტებას გეგმავდნენ, - წერს "აფსნიპრესი". გამოცემის ინფორმაციით, აქცია მას შემდეგ გადაიდო, რაც აფხაზმა დეპუტატებმა მათ მიერ 21 მარტს მიღებული "კანონი" გაიწვიეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გალის ე.წ ადმინისტრაციის ყოფილმა ხემძღვანელმა და "არუაას" წევრმა თემურ ნადარაიამ განუცხადა.

ნადარაის თქმით, ვეტერათა ორგანიზაციას აქვს საკუთარი ხედვა აფხაზი ეროვნების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით და ეს აისახება რეზოლუციაში, რომელსაც "არუაას" უმაღლესი საბჭო მიიღებს. ისინი გეგმავენ მიმართონ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და პარლამენტს, ამ საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით.

"... რათა გალის რაიონში მასობრივი პასპორტიზაცია არ მოხდეს ინტეგრაციის პროცესების დასრულებამდე. ასევე გვინდა, რომ მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში შეიტანოს სამურზაყანოელი აფხაზებისთვის სკოლა - ინტერნატის მშენებლობის ხარჯები, რათა ნორმალურად წარვმართოთ ინტეგრაციის პროცესები", - თქვა ნადარაიამ.

21 მარტს აფხაზმა დეპუტატებმა"სამოქალაქო კოდექსის 47 - ე მუხლში" ცვლილება შეიტანეს. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში მცხოვრებ "უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს" აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის უფლება მიეცემათ.

ცვლილებები ასევე შევიდა "სამოქალაქო სტატუსის აქტების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც აფხაზური გვარის აღდგენის უფლება არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ენიჭებათ".

კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, ნაწილი კი მისი დახვეწის წინადადებით გამოვიდა, რაც "საქართველოს მოქალაქეების მიერ ეროვნული იდენტობის ცვლილების რისკს დაუკავშირა".

"სამოქალაქო კოდექსში ეთნიკური კუთვნილების აღდგენის უფლების შეტანის წინადადებით 2021 წლის მარტში აფხაზი დეპუტატი ვალერი კვარჩია გამოვიდა და "პარლამენტმა" შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

მაშინ კვარჩიამ განაცხადა, რომ "აღნიშნული კანონი ასევე გავრცელდება გალის რაიონის მცხოვრებლებზე, რომელთაც შეცვლილი გვარები აქვთ. თუმცა, ასეთივე გვარები აქვთ საქართველოს მცხოვრებლებსაც, მაგრამ ისინი იქით ძალით არავის გადაუსახლებია, ამიტომ ეს კანონი მათზე არ გავრცელდება. თუმცა, პირს, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და სურს თავისი ეროვნული კუთვნილების აღდგენა, კანონი ამის განხორციელების უფლებას მისცემს. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იქნება, თუმცა, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი".

საბოლოოდ, აფხაზმა დეპუტატებმა "კანონპროექტები" ერთხმად დაამტკიცეს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
15 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის 130 ფაქტი აღირიცხა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.