რეგიონი
საკრებულომ ზუგდიდის მერიას მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მოწყობა დაავალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიუსაფარი “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი” დაამტკიცა, რომელიც ორ ძირითად პუნქტს მოიცავს.

წარმომადგენლობითი ორგანოს ინფორმაციით, მერიას კერძო სამართლის იურიდიული პირის (კომერციული) დაფუძნებისათვის ვადა 2024 წლის 1-ელ ივნისამდე, ხოლო თავშესაფრის მოსაწყობად 2025 წლის 1-ელ ივნისამდე განესაზღვრა.

შესაბამისად, დადგენილებით, ააიპ მომავალი წლის ზაფხულის დასაწყიში უნდა დაფუძნდეს, თავშესფარი კი, დაახლოებით, წელიწადნახევარში მოეწყოს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.

წესის მიღების მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა“, - ვკითხულობთ მიღებულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, დადგენილებაში, რომელიც საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს, განსაზღვრულია არაერთი მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, მათ შორის, ცხოველის რეგისტრაცია.

მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდის მაშინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ 2019 წელს რადიო „ათინათის“ დილის ეთერში დაანონსა. მოგვიანებით, იმავე წლის მაისში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „კოლოსმა“ გაიმარჯვა.მაშინ მგფ-ში ამბობდნენ, რომ სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარი იყო. 2021 წლის მარტში კი უწყებაში განმარტავდნენ, რომ იმ დროისთვის მშენებლობის დაწყება არ იგეგმებოდა, ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა იყო.

ამ დრომდე მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მათი ნაწილის ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გადაყვანით ებრძვის, სადაც ცხოველებს შესაბამის მომსახურებასთან ერთად, კასტრაცია-სტერილიზაცია უტარდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი 250 ძაღლზე იქნება გათვლილი

ზუგდიდიდან მიუსაფარი ცხოველების გაყვანის ტენდერი ისევ ოზურგეთის თავშესაფარმა მოიგო


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.