ახალი ამბები
ქართველების ჯგუფის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასვლას აფხაზურ ტელეგრამ არხებზე აკრიტიკებენ

სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში ეხმაურებიან ტელეგრამ - არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოგზაურობა. ვიდეოდან ჩანს, რომ „ქართველი მოგზაურები“ აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ, რომლებმაც უმასპინძლეს კიდეც.


ენგურის ხიდზე გადაღებულ ვიდეოში ისინი ახსენებენ „ხალხის ჩარევას“ და „ვიზას - ქაღალდის ნაგლეჯს“. როგორც ირკვევა, ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა და ბზიფის ხეობა, მათი მოგზაურობის ამსახველი რეპორტაჟი მთავრდება სიტყვებით „ჩვენ გავერთიანდებით“, წერს „ეხო კავკაზა“.

გამოცემის თანახმად, ახალი ამბის გამოქვეყნების მომენტისთვის, Youtube - ზე წვდომა შეზღუდულია მოგზაურობის ამსახველ ვიდეოზე. მისმა ავტორებმა კი კომენტარზე უარი განაცხადეს. საქართველოს მოქალაქეების სტუმრობაზე წერენ როგორც ე.წ. ხელისუფლების მომხრე, ასევე ოპოზიციური აფხაზური რესურსები.

"ქართული მხარე, დიდი ალბათობით, ამ ვიდეოს გამოიყენებს აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში, რათა გააგრძელოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები. მომხდარში, რა თქმა უნდა, კომპეტენტური ორგანოები უნდა გაერკვნენ. მოკვლევის შედეგები, „ტურისტების“ ვინაობა და ამ აქციასთან დაკავშირებული ყველას ვინაობა უნდა გასაჯაროვდეს“, - ნათქვამია „АМРА- life-ის" ტელეგრამ-არხზე.

„და სად არის ჩვენი სახელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?! სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო? სად არის ჩვენი მინისტრი ინალ არძინბა და რატომ არ აკეთებს კომენტარს ამ აქციაზე?! ბატონო პრეზიდენტო, სად ხართ?! აქ ასეთი ამბები გვაქვს, სანამ თქვენ რუსეთში თქვენს საკითხებს აგვარებთ!!!” – წერს ტელეგრამ - არხის „AIASHARA“-ს ავტორი.

სოხუმში საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ გალის რაიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური ნებართვის გარეშე ჩასვლა არ შეუძლიათ. სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, „ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".

2023 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამბავმა ასევე გამოიწვია აფხაზური საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება. რამდენიმე დღეში, აფხაზმა "მინისტრმა" თავადვე დაადასტურა ინფორმაცია ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ქართულ-აფხაზური კონსულტაციების შესახებ კომენტარი სთხოვეს. მას შეხვედრის ფაქტი არ უარუყვია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.