ახალი ამბები
დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ზუგდიდში „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს (ფოტო)
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მიმდინარეობს, „აგენტების“ კანონი გააპროტესტეს.

მსვლელობის მონაწილეები სკეიტ პარკიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დაიძრნენ.

მათ შეძახილებით, „არა, რუსულ კანონს“, მთავარი ღონისძიების ადგილი მოიარეს.

ზუგდიდში, “აგენტების” კანონის საწინააღმდეგო აქციები ყოველ დღე იმართება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 84 ხმით, 14 მაისს მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა, ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში აპირებს.

ამავე თემაზე:


რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში, - ემიგრანტების ხმები „აგენტების“ კანონის წინააღმდეგ (აუდიო)







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.