ახალი ამბები
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის სამხედრო შენაერთების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერატებისა და დაქირავებული "ბოევიკების" დახმარებით, აფხაზეთის სეპარატისტულმა ძალებმა აიღეს სოხუმი. რამდენიმე დღეში კი მათ აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

ადგილობრივმა მთავრობის წევრებმა, მათ შორის ჟიული შარტავამ და გურამ გაბესკირიამ უარი თქვეს ქალაქის დატოვებაზე, რის შემდეგაც ისინი მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო არსებული ცნობით, ალექსანდრე ბერულავა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის პირველი ეტაპი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საბოლოოდ, ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან მოხდა, როდესაც ალყაშემორტყმული ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა რუსული არტილერიითა და ავიაციით.

ომს 10 000-მდე ქართველის სიცოცხლე შეეწირა, 300 ათასამდე ადამიანი კი დევნილად იქცა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / იანვარი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.