რეგიონი
პროტესტის მე-20 დღე - ზუგდიდში პროევროპული აქცია გრძელდება (ფოტო)
დღეს, 17 დეკემბერს, პროტესტის მე-20 დღეს, ზუგდიდში, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ ფერადი ქოლგებითა და საწვიმრებით და საპროტესტო აქციას მართავენ.

მოთხოვნა უცვლელია - ისინი სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის პატიმრებს, მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას.

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები.

სამხარეო ადმინისტრაციიწ წინ, სამართალდამცავებიც იმყოფებიან. დემონსტრანტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ცივი ამინდისა, აქ რჩებიან და დაშლას არ აპირებენ.

აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, არჩილ თოდუამ  აღნიშნა, რომ პროტესტის ლოკაცია  და შეკრების დრო იცვლება. მან  ხვალ, 18 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ,  16 საათზე მორიგი აქცია დააანონსა. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:


ევროპა საქართველოს უალტერნატივო მომავალია - საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

მშობლებს არ გავუზრდივართ რუსული მომავლისთვის - ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს


Print Email
FaceBook Twitter
თეგები: აქცია / ზუგდიდი /
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.