ახალი ამბები
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალზე
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ექიმის თქმით, ქალს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს და ამ ეტაპზე მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

ის რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

"შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური, ადეკვატური, აღენიშნება დამწვრობით ჭრილობები სახისა და ორივე წინა მხრის არეში. მდგომარეობა რჩება სტაბილური, საშუალო სიმძიმის", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ.

ოჯახის ნათესავის ცნობით, დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ, 6 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.


ამავე თემაზე:

ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.