რეგიონი
აქციის 54-ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში პროტესტის 54- ე დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ უცვლელი მოთხოვნით, გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეკრებილებს მიმართეს და მიმოიხილეს ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ისაუბრეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და სოლიდარობა  გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერს, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები, მათ ხელჭი ეჭირათ ბანერები წარწერით - ,,SHERATON BATUMI HOTEL - დღე 5 კადრები დაიდოს’’.

აქტივისტებმა შეკრების ადგილზე მაშხალაც გაისროლეს.

ორგანიზატორებმა იქ მისულ ადამიანებს უთხრეს, რომ აქციის დაწყების დრო იცვლება და ხვალიდან,  ისინი 18 საათზე შეიკრიბებიან, ნაცვლად 17 საათისა. 

ცნობისთვის,მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ"  2024 წლის 28 ნოემბერს გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში, უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. 

Print Email
FaceBook Twitter
თეგები: აქცია / ზუგდიდი /
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.