ახალი ამბები
აფხაზეთში ლექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა, - „ჩერნომორენერგო“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, დღეიდან, ელექტროენერგიის მიწოდებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნა, ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.

მანამდე, 6 თებერვალს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ევგენი გრაბჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა 7 თებერვალს განაახლოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ამის შესახებ, მან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდნეტობის“ კანდიდატს, ბადრა გუნბას უთხრა.

გუნბას ასევე შეხვდა რუსეთის ვიცე- პრემიერი, ალექსნდრ ნოვაკი რომელიც დაჰპირდა, რომ „რუსეთი ეცდება ყველაფერი გააკეთოს აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად“, წერს „რია ნოვოსტი“.

მისივე თქმით, მომავალში ისინი „შეეცდებიან, ხელი შეუწყონ აფხაზეთში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას“.

ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობას, პირველ რიგში, ენერგეტიკული პრობლემები აწუხებთ, რადგან „დეკემბერში მისი მოთხოვნით რუსეთიდან გაწეული ჰუმანიტარული დახმარება უკვე იწურება“ და რუსეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“.

იფორმაციისთვის, 9 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები დაწესდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სოხუმისთვის ელექტროენერგიის ჰიმანიტარული ნაკადის მიწოდება განაახლა.

უფრო ადრე, 2024 წლის ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. 11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი, ღამით კი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. 

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.









Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.