ახალი ამბები
პუტინმა გუნბას ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "საპრეზიდენტო" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, წერს "აფსადგილ ინფო". 
„იმედი მაქვს, რომ მეგობრული, სამეკავშირეო რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გაძლიერება მომავალშიც გაგრძელდება, ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ “, - ნათქვამია შეტყობინებაში. 

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 54,73% დააგროვა, ხოლო მეორე კანდიდატმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს", რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა გუშინ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა გმობს და არ აღიარებს "საპრეზიდენტო" არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში.

იმავე თემაზე:

სროლა იყო აფხაზეთში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე - მედია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფხაზეთში სროლასთან დაკავშირებით, „ტერორიზმის“ მუხლით საქმე აღძრა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.