რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში 170-მდე ახალი "ჭკვიანი" კამერის ამოქმედებაზე (ვიდეო)
14:36 / 24.01.2023
ზუგდიდის მასშტაბით 169 ახალი სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდა. მერიაში ამას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის
თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით ხსნიან.
რადიო "ათინათი" დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ადგილობრივი მძღოლები და ქვეითები ახალი სამეთვალყურეო კამერების ამოქმედების შესახებ. აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ კამერები ქაოტურ მოძრაობას მოაწესრიგებს და გზებზე დარღვევებს შეამცირებს. მძღოლების ნაწილი კი მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ საუბრობს და სამეთვალყურეო კამერებში ბიუჯეტის შევსების ახალ გზას ხედავს.
169 კამერის საერთო შესყიდვის ღირებულებამ 2 684 000 ლარი შეადგინა. თანხა მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2025 წლამდე უნდა გადაიხადოს. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია როდის ამოქმედდება ახალი სამეთვალყურეო კამერები.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები