არის თუ არა პარკირების პრობლემა ზუგდიდში და როგორ შეიძლება მოგვარდეს ის - მძღოლების აზრი
16:31 / 15.06.2023
ზუგდიდში პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით, მძღოლები, წლებია, საუბრობენ.
ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში გაუწყვიტა, მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოაცხადა.
"თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.
ამ ეტაპზე ქალაქის ქუჩებში მხოლოდ თვითდასაქმებული მარეგულირებლები დგანან და პარკირების მომსახურებისთვის მძღოლებისგან თვითნებურად სხვადასხვა თანხას იღებენ.
რას ფიქრობენ მძღოლები პარკირების საკითხზე, ნახეთ რადიო "ათინათის" გამოკითხვა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები