ახალი ამბები
ფეხბურთის სიყვარულით ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდამდე მოპედით გავლილი გზა (ფოტო/ვიდეო)
11 წლის დიტო ოყუჯავა ზუგდიდში „ბაიას“ სამწვრთნელო ბაზაზე მისასვლელად ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ გაგიდიდან 90 კილომეტრს მოპედით გადის. დილის შვიდ საათზე ადგომა და დედასთან ერთად, ათობით კილომეტრის გავლა უწევს. ამბობს, რომ არ ეზარება, რადგან დარწმუნებულია, თუ ბევრს ივარჯიშებს, კარგი ფეხბურთელი დადგება. სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა არ შექმნია, არც აფხაზ მესაზღვრეებს შეუფერხებიათ. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ ურიგოდ, დოკუმენტების შემოწმების გარეშეც უშვებენ.

„ოტობაიის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში დავდივარ. ვარ მეშვიდე კლასში. მიყვარს ფეხბურთის თამაში, რის შესაძლებლობაც ჩემს სოფელში ნაკლებად მაქვს. ამიტომაც დავდივარ ზუგდიდში ბაიას ბაზაზე. მომწონს აქაურობა. მწვრთნელებიც კარგები არიან და ბევრი მეგობარიც შევიძინე. მესამე წელია რაც მოპედით დავდივარ, ეკონომიურია და მოხერხებულიც. ძველი მოპედი, რომელიც გამიფუჭდა, დედამ განვადებით გამოიტანა, ეს კი მაჩუქეს“, - გვითხრა დიტო ოყუჯავამ.

მოზარდს სამწვრთნელო ბაზაზე ხელს უწყობენ. ამბობენ, რომ ის მონდომებულია და თუ ასე გააგრძელებს, ქვეყანას აუცილებლად ასახელებს.

„სამი წელია, რაც დიტო ჩვენთან დადის, მოსვლის დღიდან შეგვაყვარა თავი. ყოველ მეორე დღეს აქვს ვარჯიშები, მშობლეთან ერთად ადის მოპედით. როგორც ვიცით ფინანსურად უჭირთ და ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ ხელს. ფორმა იქნება თუ ბურთი, რაც ფეხბურთელს სჭირდება მას აქვს. გარდა ამისა, ხელმძღვანელობა გადასახადს არ ახდევინებს“, - თქვა მწვრთნელმა თემურ გუჯეჯიანმა.

დიტოს მთავარი გულშემატკივარი დედა, მადონა ხუხუაა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში შვილს დაჰყვება და ვარჯიშის დასრულებამდე ელოდება. ამბობს, რომ შორი გზის გავლა უწევთ, თუმცა შვილის გამო თავს არ ზოგავს.

„მას არ ეზარება წვიმაში, ქარში და სიცივეში სიარული და მე ყველნაირად ხელს ვუწყობ და გვერდში ვუდგავარ. ვახერხებთ სიარულს ყოველ მეორე დღე, ზოგჯერ ყოველდღე დავდივართ. მისი ოცნებაა, გახდეს ფეხბურთელი. საზღვარზე გადმოსვლის პრობლემა არ გვაქვს. დღეს ურიგოდ გამოგვატარეს აფხაზებმა. ვთხოვე ფეხბურთზე აგვიანდება ბავშვს მეთქი და უპრობლემოდ გამოგვიშვეს“, - გვითხრა მოზარდის დედამ.

თავდაპირველად, დედა-შვილი სამარშრუტო ტაქსით დადიოდა. შემდეგ ოჯახმა განვადებით მოპედი შეიძინა, რომელიც მალევე გაფუჭდა და დიტოს გადაადგილებაში ხელი შეეშალა. პრობლემის მოგვარებაში ფეხბურთელს ბიზნესმენი გიორგი დევაძე დაეხმარა.

მან მოზარდს ახალი მოპედი და 300 ლიტრი საწვავი აჩუქა. საჩუქარი რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

ამავე თემაზე:

11 წლის აფხაზეთიდან დევნილ ფეხბურთელს მოპედი და საწვავი გადასცეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.