ხელნაწერი წერილები - ზუგდიდელი და ამერიკელი მოზარდების გზავნილები ერთმანეთს(ფოტო, ვიდეო)
22:02 / 20.06.2019
ციფრულ ეპოქაში წერილის გასაგზავნად ფურცელი და კონვერტი აუცილებელი საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა ასოციაცია ,,ათინათის’’ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების მოზარდებმა ამერიკელ თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება ამ ტრადიციული საშუალებით არჩიეს. ბავშვები, როგორც ეს საუკუნების განმავლობაში ხდებოდა, წერილებს ფანქრით წერენ, კონვერტში დებენ და ფოსტაში მიაქვთ. პასუხებს კი ოკეანისგაღმა მცხოვრები მეგობრებისგან მოუთმენლად ელოდებიან. წერენ ყველაფერზე, წიგნებზე, ოჯახზე, სკოლაზე და ასევე, როგორ ერთობიან, რა მოსწონთ და ა.შ.
10 წლის ანასტასია უზარაშვილმა პირველი ბარათი სრულიად უცხო ადამიანისგან ლენისგან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე თვის წინ მიიღო, ადრესატს დაუმეგობრდა და მათი მიმოწერა დღემდე გრძელდება.
,,ჩემი მეგობარი არის ლენი, მან მომწერა წერილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ის ცხოვორბს ილინოისის შტატში. წერილი რომ წავიკითხე, ჩვენი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, მას უყვარს ფეხბურთის თამაში და მეც ძალიან მიყვარს. მასაც ისეთივე დიდი ოჯახი ყავს როგორც მე. ლენი 11 წლის არის. პირველად, როცა მისი წერილი წავიკითხე ძალიან გახარებული ვიყავი,'' - გვიყვება ანასტასია
ამერიკელ ბავშვებთან მიმოწერის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა მოსწავლეებმა წერილების წერის თეორიული დ პრაქტიკული შესწავლა დაიწყეს. ინგლსური ენის პედაგოგი ნათია ბაჩილავა ფიქრობს, რომ ახალგაზრდა თაობაში წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია.
,,ისეთივე ემოციური და სახალისოა ამ წერილების მიღება, როგორც მისი გაგზავნა. ბავშვები უკვე დამოუკიდებლად წერენ უცხოელ მეგობრებს. საინტერესო ის არის, რომ თავიანთი ხელით აწერენ მისამართებს, თვითონ მიაქვთ ფოსტაში, მიმღებში თვითონ აბარებენ და ეს ერთგვარ კულტურასაც უყალიბებს მათ’’ - გვიყვება ნათია.
ანასტასიამ, ვერიკომ, ომარიკომ, ელენემ, ქეთიმ, იომ, ანასტასიამ, მარიმ, მარიმ, ნანუკამ ამერიკელ თანატოლებთან წერილები რამდენიმე დღის წინ გააგზავნეს და პასუხების მოლოდინში დღეებს ითვლიან.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები