მულტიმედია
,,აღმოაჩინე მეტი სამეგრელოში" - ერთდღიანი ტური ჟურნალისტებისთვის (ვიდეო/ფოტო)
თუკი ანაკლიაში მოხვდები, რამდენიმე თავისუფალი საათი გაქვს და თან ველური ბუნება გიყვარს, კოლხეთის ეროვნულ პარკს უნდა ესტუმრო და მდინარე ჭურია მოინახულო. აქ ხელუხლებელი, უძველესი წარმოშობის ჭაობის ეკოსისტემაა შენარჩუნებული, რომელიც პარკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჭაობებში ხარობს ტორფის ხავსი, დროზერა, ჩრდილოეთის ისლი, ალპური ზონის მცენარეები, შქერი და სხვ. ასევე ამ ტერიტორიაზე ფრინველთა ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის. უფრო მეტიც, კოლხეთის დაბლობი ზოგიერთი სახეობის ფრინველისთვის გამოსაზამთრებელი ადგილია.

მათზე დაკვირვების ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი გვიანი შემოდგომა ან გაზაფხულია.

თქვენთვის დაუვიწყარ სანაოსნო ტურს პარკის ადმინისტრაცია დაგეგმავს. ჩვენ კი ეს ადგილები სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ინიციატივით მოწყობილი მედია - ტურის - ,,აღმოაჩინე მეტი სამეგრელოში" ფარგლებში დავათვალიერეთ.

ანაკლიიდან აბაშისკენ გავემართეთ, რომელიც ძველი მეგრული ოდების სიმრავლით გამოირჩევა. მათი ნაწილი დღესაც პირველადი სახითაა შემორჩენილი, როგორც გვითხრეს, ერთ- ერთი მათგანი 1907 წელს არის აშენებული. ოდების უმეტესობა დაკეტილია, რადგან მათი მეპატრონეები ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და მშობლიურ კუთხეს მხოლოდ ზაფხულობით აკითხავენ.

ვესტუმრეთ ისტორიული წარსულის მქონე სოფელ სუჯუნას. ადგილობრივების თქმით, მისი სახელწოდება წყალდამდგარს ნიშნავს: სუ-წყალი, ჯუნა-დამდგარი.

სოფლის ცენტრში სამთავიანი, გუმბათოვანი წმინდა გიორგის ტაძარი დგას, რომელიც დახვეწილი არქიტექტურით და ორიგინალური ჩუქურთმებით გამოირჩევა. ამ ტაძრის ისტორია დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გვიამბო. ,,მეცხრე საუკუნიდან აქ ხის ტაძარი არსებობდა და გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა სავარაუდოდ წმინდა ანტონ ჭყონდიდელის დროს დაიწყო. ტაძარი აშენებულია სენაკის ქვით. აქ მოუთხრიათ დიდი ორმო, ჩაუყრიათ ნედლი თხმელის ხეები, დაუსხამთ კირქვის ხსნარი, მერე გაკეთდა ფუნდამენტი და იმაზე გაშენდა ეკლესია. ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1845 წელს’’, - გვიყვება დეკანოზი.

ტაძარის წინ, აკაკი ხოშტარიას მიერ 1915 წელს აშენებული სასახლე დგას, რომელიც თავისი არქიტექტურით დღესაც გამოირჩევა. ის პირველმა ქართველმა მილიონერმა მეწარმემ და ქველმოქმედმა, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, დედისთვის ააშენა.

ქრისტიანული ტაძრიდან რამდენიმე მეტრში კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი, ებრაელთა სინაგოგა დგას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. ეს სოფელი ქართველმა ებრაელებმა 90- იან წლებში დატოვეს.

მარტვილში თარგამეულის ღვინის მარანს ვესტუმრეთ. მევენახე-მეღვინე ნიკა ფარცვანიამ მარნის აშენება 2012 წელს დაიწყო. როგორც ოჯახის დიასახლისი თათია თოდუა გვიყვება, საქმეში მთელი ოჯახია ჩართული. ახალგაზრდა ფერმერს კოლხური ვაზის სხვადასხვა ჯიში მოჰყავს - ჩეჭიფეში, ეგუძგური, კოლოში, დუდგუში. სამომავლოდ ის გადაშენების პირას მყოფი მეგრული ვაზის სხვა სახეობების აღდგენასაც გეგმავს.

ქვევრის ღვინოს ნიკა ფარცვანია ტრადიციული მეთოდით აწარმოებს. ბოთლებში ჩამოსხმამდე ის სპეციალურ ავზებში ინახება, შემდეგ კი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გააქვს გასაყიდად.

თარგამეულის მარანში ადგილზე ჩასულ ტურისტებს ფარცვანიების მიერ წარმოებული ღვინის დაგემოვნება და ყიდვა ჩეუძლიათ. სტუმრებს მომავალი წლიდან მეგრულ კერძებსაც შესთავაზებენ.

სოფელ დიდი ჭყონში უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს ვესტუმრეთ, სადაც სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი ჩაი დავაგემოვნეთ.

კომპანია შპს ,,მარტვილი’’ სხვადასხვა სახეობის ჩაის აწარმოებს: შავი ბაიხის ჩაი, მწვანე ბაიხის ჩაი, შავი ჩაი „კლასიკური“, შავი ჩაი N1 ინტენსიური, შავი ჩაი N3 მსუბუქი, მთის ველური ქართული შავი ჩაი, მთის ველური ქართული თეთრი ჩაი, ქართული მეწამული ჩაი, მოცვის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი, კომშის ფოთლის ფერმენტირებული და ფიქსირებული ჩაი. ,,ჩვენს კომპანიას გააჩნია 102 ჰა ჩაის პლანტაცია. ფაბრიკა არის სრულ მზადყოფნაში, დღე - ღამის განმავლობაში შეუძლია 40 – 50 ტონა ჩაი გადაამუშაოს. ჩვენ ვაფართოებთ პლანტაციებს, რომ მოვამარაგოთ ჩაის ფაბრიკა. ჩაის მოთხოვნა დღითიდღე იზრდება’’- გვითხრა შპს "მარტვილის ჩაის" დამფუძნებელმა გელა გარჩაგოდაშვილმა. აქ წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე უკვე გავიდა ჩეხეთში, ბელორუსში, უკრაინაში და უახლოეს მომავალში პოლონეთსა და უნგრეთშიც გაიტანენ.

დღის დასასრულს „ხაჭაპურის ფესტივალში" საუკეთესო მეგრული ხაჭაპურის ნომინაციაში გამარჯვებულ რესტორან ,,სანაპირო" - ს ვეწვიეთ, სადაც ნატურალური პროდუქტებით დამზადებული საუკეთესო ხარისხის მეგრული კერძები დავაგემოვნეთ.

ჟურნალისტებისთვის ერთდღიანი მედია-ტური სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ინიციატივით მოეწყო.

ორგანიზაცია რეგიონის 9-ვე მუნიციპალიტეტმა ერთობლივად დააფუძნა. მისი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.


Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
რაზე ისაუბრეს პროექტის - "მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" ფარგლებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ დებატებზე?
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომლითაც ასოციაციის წევრი ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. 
კორონავირუსი
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი,
ახალი კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6 პაციენტი გარდაიცვალა. 4 მათგანი რუხის კლინიკაში მკურნალობდა, 1-1 ქუთაისისა და სენაკის კოვიდმიმღებ ცენტრებში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რეგიონში ახალი კორონავირუსის 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.
28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ია ბიგვავა პატრულ-ინსპექტორს თენგიზ ყოლბაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ნოემბერი 2020
რაზე ისაუბრეს პროექტის - "მოწყვლადი ჯგუფების ხმა საარჩევნო დისკურსში" ფარგლებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ დებატებზე?
30 / ნოემბერი 2020
სამეგრელოში სამ კოვიდ მიმღებ ცენტრში 302 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
30 / ნოემბერი 2020
ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 937 პირი,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.