მულტიმედია
"საახალწლო სახლი" - ზუგდიდელი ოჯახის ტრადიცია (ფოტო/აუდიო)
დეკემბერში, როდესაც სამყარო ახალი წლის შესახვედრად ემზადება, ზუგდიდში, ოდიშის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლი იერს იცვლის და საზეიმოდ ეწყობა. ოჯახის წევრების, მეზობლების თუ გამვლელების განწყობის ასამაღლებლად, უკვე მეექვსე წელიწადია, ხასაიები სახლსა და ეზოს საახალწლო დეკორაციებით რთავენ. ნაირფერი გირლიანდებითა და სანათებით მოკაზმული გარემო, შენობის ფასადი და ეზოში მცენარეები კი გარშემო ყველას ყურადღებას იქცევს.

6 წლის წინ საცხოვრისის რამდენიმე კვირით საახალწლო სახლად გადაქცევის იდეა კახა ხასაიას მოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და საქართველოში ყოფნას ხშირად ვერც ახერხებს, ყოველ წელს, ტრადიციულად დეკორაციების განახლებას თავად იწყებდა, თუმცა, ახლა ტრადიცია მისმა შვილმა და ძმისშვილებმა განაგრძეს.  კახას მეუღლე ამბობს, რომ იდეის ავტორი ახალი მოკაზმულობით კმაყოფილია. "6 წლის წინ კახამ დაიწყო ნელ-ნელა სახლის მორთვა, თავიდან ასეთი მასშტაბის არ იყო. მერე ყოველ წელს დავამატეთ რაღაცები და ასე გავალამაზეთ ჩვენი სახლი. სადღაც 26-დან ვიწყებთ, რომ 31-ში დავასრულოთ. ხეებზე, ბუჩქებზეც ვაკეთებთ სხვადასხვა დეკორაციას, ბუჩქებზე და ასე მიიღებს სრულ სახეს. კახა ჩამოდიოდა ყოველ ახალ წელს, სამწუხაროდ, წელს ვერ ჩამოვიდა, ამიტომ ჩემმა შვილმა და კახას ძმისშვილებმა მორთეს. მე ვუყურებდი და კორექტივები შემქონდა, ერთი სიტყვით ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. ასე ვცდილობთ გავლამაზოთ ახალი წლის მოსვლა, სხვასაც ესთეტიური სიამოვნება მივანიჭოთ.  მსიამოვნებს, რომ ყველას მოსწონს, გამოხატავენ ამას სოციალურ ქსელში. განწყობას თუ ვუუმჯობესებთ ვინმეს - სწორედ ესაა ჩვენი მიზანი... ვიღაცა რომ გაივლის და გაუხარდება...მგონი, სასიამოვნოა და ლამაზი", - ამბობს მედიკო ქორთუშვილი.

ბიჭები ამბობენ, რომ საახალწლო სახლის მოწყობა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა, თუმცა, შედეგი იმდენად ლამაზი და სასიამოვნოა, კმაყოფილები არიან. "ჩვენ შევეცადეთ რომ წელს არ დაგვერღვია ბიძაჩემის არყოფნის გამო ეს ტრადიცია და მოგვერთო ეს სახლი, მისი გულიც გაგვეხარებინა და გაგვეხარებინა სხვებიც, გამვლელ- გამომვლელები, რომელთაც სიამოვნებთ ამის ნახვა. შევეცადეთ, არაფერი არ მოგვეკლო, პირიქით, უფრო მეტი რაღაც დავამატეთ", - გვითხრა გიორგი ხასაიამ.

ხასაიების საახალწლო სახლმა წელს პანდემიის გამო კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებულად მოინდომეს, რადგან  რთულ დროს, როცა ქალაქიც და ქვეყანაც ვირუსს ებრძვის, ვინმესთვის მცირედი სიხარულის მინიჭებაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

"ახლა, როცა ასეთი ცუდი დრო გვიდგას, პატარა სიხარულის მინიჭებაც სასიამოვნოა, ალბათ, ყველასთვის", - ამბობენ ხასაიები.

საახალწლო სახლის ბინადრები ტრადიციის გაგრძელებას მომავალ წელსაც გეგმავენ. შებინდების შემდეგ, ოდიშის ქუჩაზე გადაადგილებისას ბრჭყვიალა და ფერადი სახლი იანვრის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნებს სადღესასწაულო იერს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.