მულტიმედია
სახლი ზუგდიდში, რომელიც საახალწლოდ საშობაო ზღაპარს ემსგავსება (ფოტო/ვიდეო)

ზუგდიდელმა ეკა მირცხულავამ საახალწლო დიზაინით სახლის ფასადისა და ეზოს მორთვა 7 წლის წინ დაიწყო. ამ ყველაფრის ინსპირაცია კი სადღესასწაულო მოგონებები და ბავშვობაში ნანახი საშობაო ფილმები იყო.


მისთვის ახალი წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღესასწაულია, ამიტომაც, ყოველ წელს საქმეს ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უდგება.
,,მე 90 - იანი წლების ბავშვი ვარ, ცოტა „შავბნელი“ პერიოდიდან მოვდივარ, ამიტომ ფილმები იყო ძირითადად ჩემი ინსპირაცია იმის, რომ მსგავსი რაღაცა გამეკეთებინა და როგორც კი კერძო სახლში გადმოვედით საცხოვრებლად, იქიდან დავიწყე ამაზე ფიქრი, მომწონდა ძალიან ეს განათება, სიფერადე, სიხალისე მოაქვს ამას... განწყობა ჩემთვისაც და მე ვფიქრობ, გარშემომყოფებისთვისაც’’ - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი.

როგორც ამბობს, საახალწლო დეკორაციებისა და სათამაშოების მოძიებას ორი თვით ადრე იწყებს.

ეკა მირცხულავა და მისი მეუღლე კობა ქობალია, გვიყვებიან, რომ მათი ,,მწვანე სახლი“, რომელსაც საახალწლოდ რთავენ გირლანდებით, სხვადასხვა დეკორაციებითა და მანათობლებით, ყოველ წელს საზეიმოდ 25 დეკემბერს ინთება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიალს კი მეგობრებთან ერთად, წვეულებით აღნიშნავენ.

ცდილობს ყოველ წელს სხვადასხვა დიზაინით გააფორმოს ეზოც და სახლიც. წლევანდელ დეკორაციებს დაამატა მთავარი ელემენტი, ოქროსფერი მანათობლები, ,,სანტა კლაუსი’’ მარხილით და ირმები.

,,სამზადისს ვიწყებ დაახლოებით ოქტომბერ - ნოემბერში, ინტერნეტით ვიძენ დეკორაციებს, განათებებს, ზოგიერთს ვქმნი მე თვითონ, ჩემი დიზაინით და შედეგი აგერ სახეზეა. მოწყობაში ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები მეხმარებიან. ყოველ წელს ვცდილობ, რომ მეორე წელს რაღაც ახალი დეტალი შევძინო, შარშან ფერად ფერებში მქონდა გაკეთებული, წელს გადავწყვიტე, რომ თბილი ნათებით გამეკეთებინა, ამით უფრო თბილი განწყობა შემექმნა. რა თქმა უნდა ყველა დეტალზე ვფიქრობ, ვიაზრებ და წარმოდგენილი მაქვს, რომ განათდება, როგორი იქნება. მომავალი წლის განათებაზე, როგორც კი დაიშლება ეს ყველაფერი, წინასწარ ვფიქრობ, როგორ გავაკეთო, რა ახალი დეტალი შევმატო, უფრო გავახალისო და კარგი განწყობა შევქმნა, პირველ რიგში’’, - გვითხრა ეკამ.

გვეუბნება, რომ მათ ეზოსთან, სადაც უამრავი საახალწლო აქსესუარია განათებული, დროდადრო ჭიშკართან გამვლელები ჩერდებიან და ფოტოებს იღებენ.

მისი სახლის ფანჯრებზე, კედლებზე და ოთახის სხვადასხვა სივრცეში შენიშნავთ ზღაპრული სამყაროს საყვარელ გმირებს, მრავალფეროვან საახალწლო სუვენირებს და არაერთ ნაძვის ხეს.

,,ვცდილობ, რომ არა მარტო ეზოში, შიგნითაც თითქმის ყველა ოთახში იგრძნობოდეს სადღესასწაულო ატმოსფერო, ვრთავ რამდენიმე ნაძვის ხეს სხვადასხვა ფერებში და მთელ სახლში არის საახალწლო განწყობა’’.

უსაჩუქროდ არც საყვარელ ადამიანებს ტოვებს, საგანგებოდ არჩევს, ლამაზად ფუთავს, ნაძვის ხის ქვეშ ალაგებს, რომ თითოეული მათგანი ახალი წლის ღამეს გაახაროს.

”ვემზადები აგრეთვე საჩუქრებისთვის, ჩემი ახლობლები და მეგობრები ,,სანტას სახლს’’ ეძახიან, რადგან ჩემი უახლოესი ადამიანებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ნაძვის ხის ქვეშ არის საჩუქრები, რითაც ვცდილობ მათ გახარებას’’.

დაწრმუნებულია, რომ „ჯადოსნური“ განწყობა ყველას სჭირდება და თუკი ერთ ადამიანს მაინც გაუფერადებს შობა - ახალი წლის დღეებს, ბედნიერია.



 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.