ზუგდიდის ბაზარი სააღდგომოდ - რას ამბობენ მყიდველები და მოვაჭრეები (ფოტო/ვიდეო)
15:48 / 02.05.2024
ზუგდიდის ბაზარში სააღდგომო სუფრისთვის ვაჭრობა მიმდინარეობს, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი მყიდველების სიმცირეს უჩივის.
ზოგი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, მაგალითად, ყველი გაიაფდა, თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ თითო-ოროლა მომხმარებელი სტუმრობს. ნაწილი კლიენტების სიმცირეს გარევაჭრობას უკავშირებს.
არიან გამყიდველები, რომლებიც განმარტავენ, რომ პროდუქტის ფასი არ შეცვლილა და მყიდველებიც, მით უფრო, სააღდგომოდ, მეტ-ნაკლებად, ჰყავთ.
ბაზრის მომხმარებლებიც ყვებიან, რომ სადღესასწაულო დღეებში, ფასების მიუხედავად, ყველა ცდილობს, რომ ოჯახში შესაბამისი სუფრა ჰქონდეს.
რადიო „ათინათმა“ დღეს ზუგდიდის ბაზარში სხვადასხვა პროდუქტის ფასები იკითხა.
სოფლის კვერცხი საშუალოდ 60 თეთრი ღირს, ენდრო - 2 ლარი, პასქის ფასები კი ბაზარში 2 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის, 2 ლარიდან შეუძლიათ მყიდველებს ჯეჯილის შეძენაც. სულუგუნის ფასი 16 ლარიდან იწყება, შებოლილი ყველის - 20 ლარიდან, ჭყინტის კი 12-დან. საშუალო ზომის სოფლის ქათმის ფასი 16 ლარიდანაა, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის კი 23 ლარიდან. ღომის ფქვილი და ღერღილი 4-4 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი პურის ფქვილი - 2 ლარი. კიტრი საშუალოდ 3, 50 ღირს, იგივე ფასი აქვს პომიდორს, 1, 50 ღირს ძველი კარტოფილი, ახალი კი - 6 ლარი. სხვადასხვა ხილის შეძენას კი ზუგდიდის ბაზარში, საშუალოდ, ხუთი ლარიდან შეძლებთ. ვაშლის ფასი 5 ლარიდან იწყება, ისევე, როგორც ბანანის. ატამი და ჭერამი 8 ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს მარწყვსაც. ერთი კილოგრამი მსხალი კი საშუალოდ 7 ლარი ღირს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები