არჩევნები
გიორგი შენგელია: „ბაღის აღმზრდელების ხელფასი 20%-მდე გაიზრდება“ ®️
„მუნიციპალიტეტის მასშტაბით შენდება 7 ბაღი და სრულად რეაბილიტირდება 5 სკოლა, ახალ სკოლას კი ვაშენებთ სოფელ დარჩელში“, - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ზუგდიდის ბაღების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა.

მერობის კანდიდატის განმარტებით, ახალი ბაღების მშენებლობასთან ერად რეაბილიტირდება 10-ზე მეტი საბავშვო ბაღი. რაც შეეხება, ზუგდიდში არსებულ სკოლებს, წელს სრული რეაბილიტაცია უტარდება 5 სკოლას, ერთი კი შენდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი და მოხდება სხვადასხვა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციაც.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებსა და სკოლის პედაგოგებს. მათთან ერთად ის პრიორიტეტები და გეგმები განვიხილეთ, რომლის განხორციელებაც ჩემი მერად არჩევის შემდეგ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება. მე ვაცნობე მათ იმის შესახებ, რომ სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელების ხელფასები 20%-მდე გაიზრდება, რაც ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროცესები შემდგომშიც გაგრძელდება და შეუქცევადი იქნება მანამ, სანამ თითოეული პედაგოგის მოთხოვნილებები და ის შრომა საბოლოოდ არ იქნება დაფასებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ამ სფეროში ინფრასტრუქტურული კუთხით, ვგულისხმობ, ბაღებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.