რეგიონი
ბუდე - ზუგდიდში ახალი ჰოსტელი გაიხსნა (ფოტო, ვიდეო) ®️
ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“ ერთდროულად 21 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე აქ ორი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოთახია, 21 ლოგინითა და სველი წერტილებით.

„მოთხოვნებიდან გამომდინარე, გავითვალისწინეთ ბაზარზე ტურიზმის მატება და გავხსენით ჰოსტელი, რომელიც ერთდროულად 21 სტუმარს მოემსახურება. ეს იქნება კომფორტული და ყველა თაობისთვის მორგებული გარემო. ვაპირებთ ეზოში მოვაწყოთ სივრცე, სადაც მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე მასტერკლასებს ჩაატარებს და აქ მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კერამიკული ნივთის ყიდვა და საკუთარი ხელით დამზადებაც შეეძლებათ. ასევე, გვსურს მოვაწყოთ უფასო კინოჩვენებები. ჩვენი ჰოსტელი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ასევე, ადგილობრივებზე. სტუმრებს ისე მივიღებთ, რომ თავი საკუთარ ბუდეში, საკუთარ სახლში იგრძნონ“, - ამბობს ჰოსტელის მფლობელი გვანცა აბსანძე.

„ბუდეში“ დამსვენებლებს კედელზე განთავსებული საქართველოს რუკა კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ასევე, აქ მათ ქართველი ავტორების წიგნებიც შეეძლებათ წაიკითხონ. რაც შეეხება საძინებლებს, ორსართულიან ლოგინებს საკუთარი სანათები და ანტიალერგიული თეთრეული აქვს.

სასტუმროს გახსნაზე ადგილობრივმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა ჰოსტელის დათვალიერების შემდეგ თქვეს, რომ „ბუდე“ სიახლეებისა და ახალგაზრდული იდეების შერწყმაა.

„მოლოდინს გადააჭარაბა. ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები, რომლებიც სიახლეებს ეძებენ, ძალიან ბევრი შესაძლებლობაა აქ და პირველი სტუმრებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველაფერი სტუმარზეა მორგებული“, - თქვა „Green House“-ის მფლობელმა თიკა დიდიშვილმა.

„ეთნო სოფლის“ მფლობელი მარიკა თოდუა კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე ჰოსტელი ზუგდიდის იმიჯზე კარგ შთაბეჭდილებებს დატოვებს.

„ტურისტულად აქტიური ქალაქია ზუგდიდი, მოთხოვნაა კრეატიულ და ახალგაზრდული ტიპის ჰოსტელებზე და მიხარია, რადგან ნამდვილად განსხვავებული გარემოა“, - აღნიშნა მან.

ჰოსტელი და კაფე „არტ ჰაუსი“ ერთ სივრცეშია, რაც მოსულ სტუმრებს სარესტორნო მომსახურების სწრაფად და ფასდაკლებით მიღებას სთავაზობს. სტუმარი "ბუდეში" ერთი ღამის გათევას 20 ლარად შეძლებს.







Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ცქვიტიშვილების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არ შეჩერებულა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
გადაცემის თემა - COVID-19 - ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
კორონავირუსი
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია.
დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.