ახალი ამბები
ზუგდიდში ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგისა და პრევენციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრა კამპანია "გამოწვევა კიბოს სკრინინგი 2020"-ის ფარგლებში მოეწყო.
ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრა COVID-19-ის პანდემიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს მიეძღვნა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში სკრინინგ ცენტრის საქმიანობის განვლილი პერიოდის ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს მიღწევებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე.

შეხვედრას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ჩეხეთის საელჩოს, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების, ასევე საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"დღეს ჩვენ განვაახლეთ საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაკავშირებულია კიბოს პრევენციის და სკრინინგის საკითხთან. ეს საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ გასულ წელს, სახელით "კიბოს სკრინინგი 2020 - გამოწვევა". პანდემიიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მოგვიწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საინფორმაციო კამპანიის შეწყვეტა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ მიიღო ინფორმაცია თუ რას ნიშნავს კიბოს პრევენცია, დროული გამოვლენა, როგორ უნდა მიიღონ სკრინინგული მომსახურებები. ახლა, როცა შესაძლებლობა უკვე მოგვეცა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ Covid 19-თან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობები, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ვუთხრათ, რომ თემა ისევ აქტუალური არის, ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ე.წ ონკოლოგიური სიფხიზლე, როგორც მოსახლეობამ, ისე პროფესიონალებმაც", - აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ.

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით 2019 წლის ნოემბერში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გახსნა. ცენტრი ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ისე აფხაზეთის მოსახლეობასაც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.