სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ, რომ დადიანების სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დადიანების ეკატერინესეული სასახლე გახდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

,,პანდემიამდე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდიოდა ტურისტულ სექტორზე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტოდ მაღალი შემოსავლები და ციფრები ვიზიტორების თვალსაზრისით.

თუმცა სამწუხაროდ, მე ვთვლი რომ ზუგდიდს არ გააჩნდა საკმარისი წილი ამ ტურისტულ განვითარებაში, თან ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს დადიანების სასახლე და იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქალაქი შესაძლებელია გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი და კერა, როგორც ღვთისმშობლის კვართის ადგილი, ამიტომ ჩემი ამოცანა, ჩემი პასუხისმგებლობაა თქვენს წინაშე, მოვახდინო დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია, ნიკოსეული სასახლე იცით, რომ აღდგენილია ფონდ ,,ქართუს“ მიერ და ამისთვის დიდი მადლობა ფონს ,,ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს. ასევე აღდგენილია ჩვენი ბოტანიკური ბაღი, რომელშიც უამრავი ხალხი ისვენებს და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული ვარ არის მოხიბლული, თუმცა ჩემი ვალდებულება იქნება ის, რომ რეაბილიტაცია ჩავუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს და შევქმნათ მნიშვნელოვანი ტურისტული კერა და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავხადო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი, ეს იქნება ერთ-ერთი ჩემი მთავარი ამოცანა, და გპირდებით, რომ ამას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში გავაკეთებ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ეს არის გარკვეულ კვლევაზე, გარკვეულ ინფორმაციაზე და შესაბამისად სპეციალისტებთან გავლილ კონსულტაციებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება და ჩემი დანაპირები“ - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.