სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა, მზად ვარ გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები
,,მე ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნული სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრა ფრანგული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა.

,,მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, დაახლოებით 20-22 წლის წინ ვიყავი თქვენი ასაკის, მინდა გჯეროდეთ თქვენი ქალაქის, მინდა გჯეროდეთ თქვენი წარმატების, იმიტომ რომ მე, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში შევძელი ზუგდიდში მიღებული ცოდნით, ზუგდიდში მიღებული გამოცდილებით მიმეღო სტიპენდია და მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა მარტივი, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ გამომივიდა მეორე ჯერზე. დიახ, ზუსტად აქ, ზუგდიდში მიღებული განათლებით, შევძელი მიმეღო განათლება საზღვარგარეთ. ზუსტად იმ ურთიერთობებით რა ურთიერთობებიც მე ზუგდიდმა მასწავლა, იმ გამოცდილებამ, რომელიც მე ზუგდიდში მივიღე, მომცა იმის საშუალება, რომ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტში, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში მომცემთ იმის რწმუნებას, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. მე გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური”.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.