სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები დღეს სოფელ ოდიშში, ჩხოუშსა და ქალაქში, ბორჯომის ქუჩაზე გამართა.

"დღეს სოფელ ოდიშსა და ჩხოუშში მოსახლეობას შევხვდით. ღია და უშუალო საუბარი გვქონდა. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრნენ. სოფელში გარე განათების და შიდა გზების პრობლემებია. ადგილობრივ მთავრობას ამ მიმართულებებით კონკრეტული გეგმები აქვს. წლის ბოლომდე ზუგდიდის არცერთი სოფელი არ იქნება ცენტრთან დამაკავშირებელი რეაბილიტირებული გზის გარეშე, რის შემდეგაც მეტი რესურსის მიმართვა შეგვეძლება შიდა გზებზეც", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღისვე ირაკლი ჩიქოვანი ქალაქში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბორჯომის ქუჩაზე, ადგილობრივებს შეხვდა.

"ზუგდიდში ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სამუშაოების ნაწილი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს და ეს ტემპი არ შენელდება. ამ ქუჩაზე წყლის, წყალარინების, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების სამუშაოები განვახორციელეთ. არსებული ტემპი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა, ზუგდიდის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა", - აღნიშნა ბორჯომის ქუჩაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.