სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ზედაეწერსა და ჩხორიაში იმყოფებოდა. მისი თქმით ზედაეწერში "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

"სოფელი გაზიფიცირებულია,  სოხუმის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავასრულეთ, არის შიდა გზების მოწესრიგების საჭიროება, რომლის მოგვარებაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს", - განაცხადა  ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მმართველის გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, სოფელში დიდია ადგილობრივების ინტერესი კენკროვანი კულტურების მიმართ.

"ზედაეწერში მოცვის პლანტაცია 12 ჰექტარამდეა გაშენებული. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მსხვილი ფართობების გაშენების შემთხვევაში კი სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტი გვაქვს.

ამ სოფელში "აწარმოე საქართველოს" პროგრამით კომპანია "გემუანი" შეიქმნა, რომელიც სუბლიმირებულ ხილს აწარმოებს, საწარმო კვების მრეწველობაში უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია Nestle-ს პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ადგილობრივები არიან დასაქმებული“.

ზედაეწერში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ჩხორიის მოსახლეობას შეხვდა. 

"ძალიან ლამაზი სოფელია. აქ მდებარეობს ეთნოსოფელი "სისა ტურა", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თვითმმართველობამ ტურისტულ ობიექტამდე მისასვლელი გზა მოაწესრიგა, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა კანდიდატმა.

შეხვედრას "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.