სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ენგურის ადმინისტრაციული ერთეული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა, სადაც ორი წლის განმავლობაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

,,თამარ მეფის ქუჩა, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან არტერიას წარმოადგენს, წლების განმავლობაში ავარიული იყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, დღეს სრულად რეაბილიტირებულია და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მოწესრიგებულია ტროტუარები და სანიაღვრე არხები. გასულ წელს ასევე მოვაწყვეთ ეზოები და სათამაშო მოედნები”-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მერაბ ქვარაიასთან და ედიშერ თოლორაიასთან ერთად 9 მაისის ქუჩის მოსახლეობასაც შეხვდა.

,,შეხვედრები განახლებულ დინამიკაში გადადის, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი აზრების ურთიერთგაცვლა, ვსაუბრობთ და ვაფასებთ იმ შედეგებს რაც უკვე გვაქვს მიღწეული და რა თმა უნდა გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ ის პროგრესი რაც ზუგდიდში არსებობს, ასევე ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. მე ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ზუგდიდი გახდება უფრო კომფორტული მუნიციპალიტეტი“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.