სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით
ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა მეწარმეს შეხვდა, რომელსაც 13 ჰექტარზე თხილი მოჰყავს და ახალ სახელმწიფო პროგრამაში ერთვება, რომელიც სარწყავი სისტემების მოწყობას გულისხმობს. დღესვე კანდიდატი სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ თხილის საწარმოში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პროცესს გაეცნო.

,,თხილი სტრატეგიული კულტურაა, როგორც მთლიანად სამეგრელოსთვის, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის, ამ კულტურას მოაქვს მნიშვნელოვანი დოვლათი ჩვენი მოქალაქეებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან არის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს თხილის სექტორის განვითარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ საწარმო ,,ნატს ჯი“-ს ვესტუმრეთ, საწარმო ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდში 13 ახალი აგროსაწარმო გაიხსნა, მათ შორის თხილის გადამამუშავებელი 8 საწარმოა, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა 17 აგროსაწარმო.

სოფელ ჭაქვინჯში ახალგაზრდა ფერმერის ალექს ანტონიუკის თხილის პლანტაციაში ყოფნისას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გაგრძელდება ახალი შესაძლებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით, რაც ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ახალგაზრდა ფერმერს, სოფელ ჭაქვინჯში, თხილის სხვადასხვა ჯიში 13 ჰექტარზე მოჰყავს. ფერმერი პლანტაციაში სახელმწიფოს დახმარებით წვეთოვანი სისტემის დამონტაჟებას გეგმავს, რაც მის მოსავალს და პროდუქციის ხარისხს გაზრდის. ფერმერთა ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ბაღების გაშენებასთან ერთად, სახელმწიფო ფერმერებს უკვე გაშენებულ ბაღებში შესაძლებლობას აძლევს სარწყავი სისტემა მოაწყოს, რისთვისაც 50%-იან სუბსიდირებას ახდენს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.