სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხორავას, გუდიაშვილისა და გორგასლის ქუჩებზე შეხვდა.

"მომწონს შეხვედრების ეს ფორმატი, ადამიანები უშუალოდ გვიყვებიან საჭიროებებზე. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც გაკეთდა, ერთად ვმსჯელობთ, რა უნდა გაკეთდეს, გვიყვებიან სურვილებზე, გვაცნობენ ხედვებს. მეც თავისთავად ვეუბნები, რის გაკეთებას ვაპირებ, რა გეგმები მაქვს.

ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოხდა თამარ მეფის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. ამჟამად მიმდინარეობს ჯანაშიას, ქობულეთის, ხელაიასა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია. ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ზუგდიდი განვითარების, კეთილდღეობის, ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხრივ ქვეყანაში სამაგალითო მუნიციპალიტეტად ვაქციოთ", - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.