სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნების“ არჩევის შემდგომ 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების 8 წელი
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი 8 წლის წინ ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების თარიღს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. მისი განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ტოტალური წნეხის, შანტაჟის, დაშინების, დევნის, ერთი პარტიისთვის მორგებული საარჩევნო პრივილეგიების მიუხედავად, შეძლო გამარჯვება.

,,8 წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვებით ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით „ქართულმა ოცნებამ” შეძლო და დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი. მაშინ ოპოზიციამ, ტოტალური წნეხის, შანტაჟის, დაშინების, დევნის, ერთი პარტიისთვის მორგებული საარჩევნო პრივილეგიების მიუხედავად შეძლო გამარჯვება.

2012 წლის 1 ოქტომბერი იყო ქართველი ხალხის არჩევანი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების სასარგებლოდ.

დღეს ჩვენი საერთო მიზანია, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი პოზიციიდან შეძლოს მონაწილეობა საერთო წარმატების შექმნაში და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული ჩვენი საერთო არჩევანის შემდგომ რეალიზებაში.

დღეს პრიორიტეტია მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა და მისი სოციალური უზრუნველყოფა. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ყველა მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემსახურება - უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია უფრო სამართლიანი და დაცული საზოგადოებისკენ სწრაფვის გზაზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და პოლიტიკური რეფორმების გატარება - ახალი კონსტიტუციის მიღება, ქვეყნის ქცევა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად და საარჩევნო რეფორმის უზრუნველყოფა - რაც ვერც ერთმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

8 წლის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საგარეო ურთიერთობებში: გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ. გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, საერთაშორისო ცნობადობა და პოლიტიკური პრესტიჟი, გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი.

ჩვენ ყოველწლიურად ვუახლოვებთ ევროპულ სივრცეს, ჩვენი უმთავრესი ღირებულება არის ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მორგება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

„ქართული ოცნების“ არჩევის შემდგომ 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების 8 წელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით, ქვეყნისათვის დაძაბულობისა და კონფლიქტების არიდებით, საქართველოს დეოკუპაციისაკენ მიმართული გამოკვეთილი ძალისხმევით და პრინციპული პოზიციით - რომ საქართველოს ოკუპაციას არასდროს შევეგუებით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვაპირებთ მხოლოდ სამშვიდობო პროცესით, საერთაშორისო მხარდაჭერითა და ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების შეთავაზებით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.

ჩემთვის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის ეს თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით შევედით ამ ბრძოლაში, ყველაზე ცხელ წერტილში, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობდი და ეს იყო უდიდესი გამოწვევა. ვიცოდით რომ ეს არ იყო ადვილი, ვიცოდით სად მივდიოდით და რა წინააღმდეგობებიც გველოდა.

დღეს, ამ გამარჯვებიდან რვა წლის შემდეგ, არის პრობლემები და საჭიროებები, რომელთა თანმიმდევრული მოგვარება, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ეს პოლიტიკური ძალა დღესაც უალტერნატივოა. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - ერთად საქართველოს წარმატებისთვის!” - წერს ირაკლი ჩიქოვანი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.