დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. კანდიდატი ადგილობრივებს გეგმებს აცნობს და მათგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს.

,, დღეს ე.წ "ახალი დარჩელის" ტერიტორიაზე მოსახლეობას შევხვდით. ეს ახალი სახელწოდებაა, რომელიც კიროვის მოსახლეობას სურს, რომ სოფელს დაარქვას. ამ საქმეში მუნიციპალიტეტი მათ ხელს უწყობს. დღესვე შევხვდით განმუხურელებსაც, ორივე სოფელი ძალიან უხვმიწიანია, ამიტომ ძირითადი განსახილავი თემა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები იყო.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო პროგრამა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ უფრო მეტი დოვლათი შევქმნათ ადგილზე.
გარდა ამისა, ამ მხარეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის პოტენციალიც დიდი აქვს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას" - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას ''ქარული ოცნების'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქავარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.