სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ორსანტიაში, ცვანესა და ერგეტაში გამართა. კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტიის ხედვები და მომავალი ოთხი წლის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

,,ორსანტია საოკუპაციო ხაზთან მდებარე ძალიან ლამაზი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია. ეკონომიკური წარმატებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის სწორედ გამართულ ინფრასტრუქტურას აქვს საკვანძო მნიშვნელობა - საავტომობილო გზების, სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, ცენტრალური სტადიონის, წყალმომარაგებისა და სხვა არაერთი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, გაგრძელდება ეფექტიანად და სწრაფად. ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ბევრი გაკეთდა, ბევრი მიმდინარე პროექტებია და გვაქვს სამომავლო გეგმებიც“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა:

,,საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე გულისხმიერია საკუთარი ხალხის მოთხოვნების მიმართ, რა თქმა უნდა არის ბევრი გამოწვევა და ბევრი საკითხი რაზეც ჩვენ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები, მაგრამ გულისხმიერი და თანამდგომი ხელისუფლების პირობა დააკმაყოფილა ამ ხელისუფლებამ. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეს ყველაზე მეტად არის მოქალაქეზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს მისაბაძია ბევრი ჩვენზე მეტად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა ჩვენ აქაც არ ვჩერდებით, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ხარისხი, უფრო მეტი პროგრამები, უფრო მეტი განვრცობადობა ჯანდაცვის სფეროში და ამ გეგმებზე პრეზენტაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც“ - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.