სარეკლამო მასალა
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და დავიცვათ ქვეყნის ღირსება. ეროვნული გმირების მონაპოვარი გაფრთხილებას და დიდ პატივისცემას იმსახურებს. გვჯერა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქნით ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ისეთს, როგორზეც მერაბ კოსტავა ოცნებობდა“ - აღნიშნა მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.

საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში სოფელ ბორითთან დაიღუპა, სიმბოლურია, რომ იგი 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იყო დაბადებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.