დაფინანსებული
ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური
ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, – ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია იყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი.

"მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინა პარტია "ქართულმა ოცნებამ". მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად "ქართული ოცნების" გუნდს.

მართლაც დიდი პატივია ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი.

მინდა, მივესალმო ჩვენი გუნდის წევრებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით მოიტანეს "ქართული ოცნება" ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული", – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიზნები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი.

ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად ვაწარმოოთ კამპანია და არა ისე, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.

დღეს ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს – გეგას, მალხაზს და ყველას, თითოეულ თქვენგანს, საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი", – განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი ისტორია, ქალაქი, სადაც არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა.

"ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა. მე მინდა ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური", - აღნიშნა წარდგენაზე ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.