სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს აფასებს.  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, აღნიშნა, რომ პომპეოს ვიზიტი საქართველოს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

,,მე ამ ვიზიტს ვაფასებ ერთის მხრივ, როგორც შედეგს და მეორეს მხრივ, როგორც დასაწყისს, შედეგს იმ თანმიმდევრული მუშაობისა, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველწლიურად მივიწეოდით წინ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის დახმარების პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ნიშნული, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით უჭირავს უმაღლესია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდესმე ჰქონია ამერიკასთან ურთიერთობების ნაწილში.

,,მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის დასაწყისი ყველა იმ წინაპირობის გათვალისწინებით, იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში არსებობს. საქართველო არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი მაგალითი ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქ სრული თანხვედრა თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორ უნდა განვითარდეს ეს სახელმწიფო და რა თქმა უნდა, როგორც ვხედავთ ზოგადად თანამედროვე მსოფლიოს და დემოკრატიულ სამყაროს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ურთიერთობები“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვის დროს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.