სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - საჩივრები იწერებოდა მხოლოდ რაოდენობისთვის, ეს იყო დაკვეთა, საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, მეორე ტურის სამზადისზე ისაუბრა და 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მისი თქმით მეორე ტურისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და 21 ნოემბერს საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებს:

,,ჩვენ ვემზადებით მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად, კამპანია რა თქმა უნდა არის შეზღუდული იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია და უკავშირდება პანდემიის ზრდასა და იმ გამოწვევას რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს აქვს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ვურთიერთობთ ჩვენს ამომრჩეველთან. 21 ნოემბერს ჩვენ გექნება მეორე ტური, სადაც ისედაც დიდი იყო სხვაობა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანუ ჩემსა და სხვა დანარჩენებს შორის, მაგრამ ეს უკვე თვალსაჩინო და ნათელი გახდება. მიუხედავად იმისა ეს ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას თუ არა“-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განცხადებით ზუგდიდში არჩევნების პირველი ტური მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და ის დარღვევები, რომლებზეც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ არ დადასტურდა. ჩიქოვანის განმარტებით, არც ერთი დარღვევა, რომელიც დაფიქსირებული იყო კომისიებში არ იყო არსებითი დარღვევა და ყველა დარღვევასთან მიმართებაში იყო კონკრეტული პასუხი გაცემული. რიგ შემთხვევებში კონკრეტული საჩივრები იწერებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაწერილიყო საჩივარი. ეს როგორც ჩანს იყო მათი დაკვეთა თავიდანვე. რეალურად საჩივრების უმრავლესობაში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული.

,,არცერთი დარღვევა, ყურით მოთრეული დარღვევაც კი, რომელზეც რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ არ დასტურდება. არცერთი, დარღვევა რომელიც დაფიქსირებული იყო კომისიებში არ იყო არსებითი დარღვევა და ყველა დარღვევასთან მიმართებაში იყო კონკრეტული პასუხი გაცემული და რიგ შემთხვევებში უფრო მეტსაც გეტყვით, რომ კონკრეტული საჩივრები იწერებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ დაწერილიყო საჩივარი. ეს როგორც ჩანს იყო მათი დაკვეთა თავიდანვე და რეალურად აბსოლუტურ უმრავლესობაში საჩივრებში არ იყო პრეტენზიის არსი განსაზღვრული. ჩვენ ზუგდიდში გვქონდა ძალიან კარგი საარჩევნო კამპანია, რა თქმა უნდა იმედი გვქონდა და ძალიან ცოტა პროცენტ-ნახევარი დაგვაკლდა, რომ პირველ ტურში დაგვესრულებინა, მაგრამ ესეც დემოკრატიის ნაწილია, ესეც არის ქმედითი დემოკრატია, როდესაც ჩვენ ვიღებთ ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც საერთო ჯამში 10-12 პროცენტი შეუძლიათ აიღონ და არ არიან მსხვილი პარტიები, ესეც დემოკრატიის მონაპოვარია და ესეც ქართული რეალობის მონაპოვარია“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,ზოგადად შევაფასებ ვითარებას და პირდაპირ გეტყვით, რომ იმ პოლიტიკური ძალისთვის რომლისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი შედეგი და მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება და მისი ძალადობრივი სისტემის რეკონსტრუირება და აღდგენა, ასეთი პოლიტიკური ძალისთვის არანაირი შედეგი არ იქნება. ამიტომ არის უსაფუძვლო სპეკულაციები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რეალურად გეტყვით იმას რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წყლის სპეკულაცია, მიუხედავად იმისა, რომ იყო გამოწვევებიც აღსავსე გარემო, ერთის მხრივ ვგულისხმობ პანდემიას, მეორეს მხრივ ჩატარდა ძალიან კონკურენტული არჩევნები.

არჩევნები, რომელშიც პრაქტიკულად დაგვიდგა ისეთი შედეგი და ისეთი რეალობა, სადაც გაცილებით უფრო მეტია იმ პარტიათა რაოდენობა, რომლებიც დღეს იქნებიან საქართველოს პარლამენტში და ყველას მიეცა იმის საშუალება რომ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარმდგარიყო და დაეფიქსირებინა შედეგი, ზოგმა მიიღო იმაზე მეტი ხმა ვიდრე ელოდა, ზოგმა ნაკლები, მაგრამ ეს არის ის არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ. რეალურად საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გარკვეული ხარვეზები არსებობს, ხარვეზების სრულყოფაში ვართ ჩვენ მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან, მაგრამ ეს არჩევნები ყველა სხვა დანარჩენ არჩევნებთან შედარებით იყო განსხვავებული ნამდვილად და შედეგის მომტანი. რომ შევადაროთ ნებისმიერი სხვა არჩევნები ზუგდიდში ჩატარებული და 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები, ასეთი მშვიდი გარემო, არჩევნები რომელშიც მთავარი იყო რომ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი ჩვენი ამომრჩევლისათვის, დაგვეფიქსირებინა კონკრეტულად რისთვის მოვდივართ, რა გავაკეთეთ, რა გვინდა რომ გამოვასწოროთ და უკეთესი შედეგები მივიღოთ, ადრე არ ყოფილა და ეს ფაქტია“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.