სარეკლამო მასალა
ირაკლი ჩიქოვანი - 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის, მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი, მშვიდი ქალაქი, სადაც ვვითარდებით
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი 2012 წელს ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ამჟამად არსებულ გარემოს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ დღეს იმ პერიოდისგან განსხვავებით სახელმწიფო მოქალაქეებზე ზრუნავს.

,,დღეს 2012 წელთან შედარებით, ზუგდიდელებისთვის განსხვავებული გარემოა შეთავაზებული, ადამიანებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება გამოთქვან საკუთარი აზრი და გამოხატონ პრეტენზიები, ჩვენ ეს მოგვწონს და გვიხარია, რადგან ამ დებატში იბადება უფრო მეტი შესაძლებლობა. 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი ქალაქი, მშვიდი ქალაქი, სადაც ჩვენ ვვითარდებით. რა თქმა უნდა არის პრობლემები, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარება, რასაც ჩვენი სახელმწიფო გრძნობს და ზუგდიდელები ვგრძნობთ ამ სიმძიმეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ზუგდიდი ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალიან დიდი მყარი ნაბიჯებით მიდის წინ და ვითარდება და ჩვენ გვაქ იმის საშუალება რომ ზუგდიდი გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მუნიციპალიტეტი საქართველოში“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში განხორციელებულ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას.

,,მე მაქვს სრული პასუხისმგებლობა შემდეგი წლების განმავლობაში ზუგდიდი ვაქციო აბსოლუტურად განსხვავებულ მუნიციპალიტეტად და ამას იგრძნობს თითოეული ზუგდიდელი, ზუგდიდში არცერთი კუთხე არაა დარჩენილი, არცერთი ქუჩა და ადმინისტრაციული ერთეული არაა დარჩენილი, სადაც ჩვენ არ გვქონდეს მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ზუგდიდი იქნება ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი სადაც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე, ანუ სოფლამდე იქნება კეთილმოწყობილი გზა, ჩვენ ამ პროექტს მომავალ წელს დავასრულებთ, მხოლოდ 4 გზა არის დარჩენილი, ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციული ერთეული იქნება გაზიფიცირებული და ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ ვშრომობთ იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ ზუგდიდელებისთვის“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.