სარეკლამო მასალა
გიორგი შენგელია - 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია საახალწლო მილოცვაში 2020 წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიისა 2020 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით წარმატებული წელი იყო, მისი თქმით 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი.

მერი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალქეს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყოველდღიურად იბრძვის.

,,2020 წელს მსოფლიო და მათ შორის საქართველო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. მჯერა, შევძლებთ, რომ პანდემიის დასრულებისთვის იმ ქვეყნების რიცხვში ვიქნებით, რომლებიც ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდნენ ამ უხილავ მტერს. ამ საქმეში ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის ხალხი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყოველდღიურად იბრძვის. განსაკუთრებით მადლობა, ჩვენს ექიმებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული Covid 19-თან ბრძოლაში.

მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით წარმატებული წელი იყო. ზუგდიდში მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა. ამდენი გზა ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გაკეთებულა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია მოქალაქეების კომნფორტული გადაადგილებისთვის. ეს პროცესი 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება.

გადმოგვეცა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები, რომლებიც მოემსახურებიან, როგორც ქალაქს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებს, რაც კომფორტულს გახდის გადაადგილებას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვაშენებთ მუნიციპალური ტრანსპორტის დეპოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურეობის ხარისხს და ჩვენს სატრანსპორტო სისტემას”.

გიორგი შენგელია ყურადღებას ამახვილებს ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემაზე, რომელიც მალე მოგვარდება.

,,ჩვენ შევძელით და ქალაქს წყალმომარაგებისა და წყალარინების ამ დრომდე არარსებული ცენტრალიზებული სისტემა ექნება, სამუშაოების სულ მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას მოვუგვარებთ.

ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა ავაშენეთ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. ეს რის ათწლეულებზე გათვლილი პროექტი. გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდიელები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ვისარგებლებთ.”
თავის მილოცვაში მერი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდების ხელშეწყობაზეც საუბრობს.


,,ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, ავაშენეთ ანაკლიის საბავშვო ბაღი და ვაშენებთ ლაღიძის ქუჩასა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2021 წელს ავაშენებთ 4 საბავშვო ბაღს. ასევე ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებელს, ვაფინასნებთ საზღვარგარეთ სწავლას, გვყავს სტიპენდიანტები, ხელს ვუწყობთ წარმატებულ ახალგაზრდებს და მეწარმეებს. ვზრუნავთ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიის ბაზას და რაგბის სტადიონს”.

გიორგი შენგელიას თქმით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

,,ზუგდიდში, ვახორციელებთ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ დაეგემათ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ქუჩისა და უბნისთვის.”

2020 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილების ხელშეწყობის კუთხით, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდება.

,,360 დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა. 2021 წელს დამატებით კიდევ 600 ბინას გადავცემთ. ასევე, 500 ოჯახს დევნილთა სააგენტო საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი შვილებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთში მათთან ერთად დაბრუნება და ერთიან საქართველოში ჩვენი წარმატების ზეიმი, რომელსაც ყველა ველოდებით”.

გიორგი შენგელია პანდემიის პერიოდში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

,,მნიშვნელოვანი იყო კოვიდ 19-ის პერიოდში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, გარდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების პაკეტებისა ჩვენ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქებიის სხვადასხვა ჯგუფზე არაერთი დახმარება გავწიეთ. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებების გაცემა კვლავ გრძელდება.

ჩვენ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მერი მიმართვაში მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ 2021 წელი ეკონომიკური გაძლიერებისა და პანდემიის შეკავების წელი იქნება.
მჯერა, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის, რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი. გილოცავთ და მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი. გავუფრთილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები”-წერს საახალწლო მილოცვაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.