სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ხუთი ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი მამფორია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. გიორგი ჩაირიცხა ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე.

ელენე ქარდავა - 2020 წელს ელენემ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლას საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.

ნინო ფარჯიკია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული. ნინო საფრანგეთში პარიზის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას.

ანა თოდუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების კურსდამთავრებული. მიმდინარე წელს ანა ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე.

ილონა ჩუხუა - ილონამ წითელ დიპლომზე დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა. ამ ეტაპზე შერჩეულია ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში ერთ-ერთ პროექტში „shuman volunteers” რომელიც პოლონეთში განხორციელდება.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ნიჭიერის კომისია Zoom- ში გაიმართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.