სარეკლამო მასალა
სექტორული შეხვედრები კულტურის სტრატეგიული დოკუმენტის შესამუშავებლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესაქმნელად  სექტორული სამუშაო შეხვედრები დაიწყო. დღეს გამართულ შეხვედრას, კულტურული მემკვიდრეობის, მუზეუმის, კულტურული ტურიზმისა და გასტრონომიის სფეროს, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურისა და საგამომცემლო საქმიანობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ექსპერტ კონსულტანტმა ლევან ხარატიშვილმა, აუდიტორიას კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევის პრეზენტაცია წარუდგინა.

კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების  გზამკვლევი  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია, რომელსაც  მუნიციპალიტეტის მერია წარმართავს.

კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შემუშავდება 2 დოკუმენტი:

1. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5 წლიანი სტრატეგია 2022-2026 წლები.

2. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2 წლიანი სამოქმედო გეგმა 2022-2023 წლები.

ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და ინკლუზიურ სამუშაო პროცესს.

სამუშაო პროცესის შედეგად მიღებულ ორივე დოკუმენტს (ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026 და ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2022-2023) ამტკიცებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ზუგდიდის კულტურის  სექტორის ძლიერი მხარეები დაასახელეს. ასევე გაიმართა დიალოგი კულტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.

აღნიშნული გზამკვლევი პროექტის "EU4Culture" მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც ევროკავშირის კულტურისა და შემოქმედებითობის ახლებური გააზრება ადგილობრივი განვითარებისათვის.

"პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტ EU4CULTURE-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი".


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.