სარეკლამო მასალა
ზუგდიდში შშმ პირების საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტი შეიქმნება
ორგანიზაციამ „შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრი“ ახალი პროექტის -  "ანკეტირება, როგორც შშმ პირთა საჭიროებების ამსახველი საუკეთესო საშუალება” განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მერიას მისცემს სრულყოფილი და განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებას, რომელშიც ასახული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა შშმ პირის პერსონალური საჭიროებები. ცენტრის თავმჯდომარის სოფიო ჩახაიას განმარტებით, თავის მხრივ, აღნიშნული მონაცემთა ბაზა მერიას დაეხმარება შეიმუშავოს ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც მორგებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რეალურ საჭიროებებზე.
„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც საქართველოს არც ერთ და მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია აქ მცხოვრებ შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც მათი საჭიროებების, ასევე შესაძლებლობების მხრივ. აღნიშნული ინფორმაციის არქონა იწვევს ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა მიმართ სოციალური პოლიტიკის ან სერვისების დანერგვის არაეფექტურობას, რადგან მაშინ როდესაც არ არსებობს მონაცემები შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, შეუძლებელია მათზე მორგებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება და სერვისების დანერგვა“, - ამბობს სოფიო ჩახაია.

პროექტის ფარგლებში მუშავდება ანკეტა (კითხვარი), რომელიც ერთგვარი ინსტრუმენტი იქნება ზემოაღნიშნული ელექტრონული ბაზის შესაქმნელად. ამ კითხვარის შემუშავებაში ჩართულია, როგორც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ პირები და შშმ ბავშვთა მშობლები, ასევე მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.

„ეს ანკეტა/კითხვარი მუნიციპალიტეტის მერიას მისცემს საშუალებას შეიმუშავოს განახლებადი ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა შშმ პირის პერსონალური საჭიროებები, ასევე ზოგადი ნოზოლოგიების, ასაკის, სქესის მიხედვით არსებული საჭიროებები, რომელთა გამოყენებით მერიას ექნება შესაძლებლობა შეიმუშავოს და განახორციელოს შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, დანერგოს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები“, - განმარტავს სოფიო ჩახაია.

„შშმ ქალთა გაძლიერების ცენტრის“ ორგანიზებით, „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ოფისში, კითხვარის შემუშავების საკითხზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და შშმ პირების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა. შეკრებილებმა კითხვართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღშნიშნეს, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილე სმენადაქვეითებულ პირებს მომსახურებას უწევდა ჟესტური ენის სპეციალისტი.

„პროექტი დაიწყო 2021 წლის დეკემბრიდან, შერჩეულია ანკეტაზე მომუშავე ჯგუფი, სადაც ექსპერტთან ერთად, მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, შშმ ბავშვთა მშობლების და თემის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი უკვე მუშაობის აქტიურ პროცესშია ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ჩაერთონ ჯგუფთან ერთად სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელი.

პროექტი დაფინანსებულია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ პროექტ "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში, რომლსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ASB Georgia, CHCA და KDRF ახორციელებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.