სარეკლამო მასალა
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის თემაზე 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ - ქალთა ფონდი "სოხუმი"
ქალთა ფონდი "სოხუმის" ორგანიზებით, საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსათვის" (Brot für die Welt) მხარდაჭერით, 7-9 მაისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის და კოორდინაციის მნიშვნელობა ადგილობრივ დონეზე". ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს 15 მუნიციპალიტეტიდან (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, წალენჯიხა, ქობულეთი, ბაღდათი, ტყიბული, ჩოხატაური და სამტრედია).

ღონისძიების პირველი დღე ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციებს მიეძღვნა:

"ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობა" (კვლევა ხელმისაწვდომია აქ).

სწრაფი მოკვლევის პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების საჭიროებათა შესახებ (კვლევა ხელმისაწვდომია აქ).

ამასთან, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის შესახებ. ვებგვერდი ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://sosfsokhumi.ge/.

ტრენინგზე მონაწილე  მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთს გაუზიარეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საკუთარი პროგრამები და სამომავლო გეგმები - მიღწევები, არსებული გამოწვევები, კოორდინაციის გაუმჯობესების მიმართულებით სამომავლო გეგმები, ბოლოსაც კი გაიმართა დისკუსია.

ტრენინგის მეორე დღეს მოწვეულმა ტრენერმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა მაკა ფერაძემ მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმები, ხოლო ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა "სტამბოლის კონვენციის" როლზე კომპლექსური და კოორდინირებული პოლიტიკის განსახორციელებლად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ტრენინგის მე-3 დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოცდილების გაცნობას დაეთმო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა - გოგი რევიამ, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის და ამოქმედების პროცესსა და მუშაობის სტრატეგიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე.

"დღეს გავეცანი 15 მუნიციპალიტეტის გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამოცდილება. ისინი უკვე დიდი ხანია ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ, საკმაოდ ნაყოფიერად და შედეგიანად. სწორედ ამ ტრენინგზე მოსმენილი წარმატებული გამოცდილებებს ჩენ აუცილებლად დავნერგავთ ჩვენს მუნიციპალიტეტში. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდი მადლობა ქალთა ფონდ "სოხუმს", - აღნიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილემ მაია კუტუბაძემ.

შეხვედრის შესახებ ვიდეო სიუჟეტის ნახვა შესაძლებელია აქ - https://www.facebook.com/WFSTbilisiOffice/videos/1144691823050410.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.