სარეკლამო მასალა
ევროკავშირის დაფინანსებით ზუგდიდმა კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი მიიღო
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

„ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, კონკრეტულად პროექტს EU4Culture-ს რომლის დაფინასებითაც აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა და მის განხორციელებაში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ მიმართულებით.

პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ჩართულობის უპრეცედენტო მასშტაბებით.

სამი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა ამ დოკუმენტმა, ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქი, ზუგდიდი, როგორც ხელოვნებისა და რეწვის შემოქმედებითი ქალაქი და ზუგდიდი როგორც გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი.

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“ - განაცხადა დოკუმენტის პრეზენტაციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ს კონკურსის ფარგლებში ზუგდიდმა, კულტურის განვითარების სტრატეგიის მოსამზადებლად 30,000 ევრომდე დაფინანსება მიიღო.

ევროკავშირის მხარდაჭერით, კულტურის განვითარების სტრატეგიას, ზუგდიდის გარდა ფოთი და ქუთაისი შეიმუშავებენ. მათგან ერთ-ერთი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად. დაფინანსებასთან ერთად პროექტი დაეხმარება ქალაქებს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.