სარეკლამო მასალა
ჩეხეთის კარიტასმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ზუგდიდში გამართა (ფოტო/ვიდეო)
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია ზუგდიდში წარადგინეს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ონკოლოგია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება და პირველადი ჯანდაცვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათშორის, საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს ამ დრომდე განხორციელებული პროექტებისთვის, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონში სკრინინგ ცენტრის ფუნქციონირების მნიშვნელობას, რაც, მათივე თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დაეს გამოცდილება ნამდვილად პოზიტიურია. ერთ-ერთი პარტნიორობის ნათელი მაგალითია სკრინინგ ცენტრი, სადაც მერია ახორციელებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის წარმატებულ მუნიციპალურ პროგრამას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარიტასის შემდგომი საქმიანობა, რადგან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომის ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავენ, ჩვენს რეგიონში იქნება არანაკლებ წარმატებული, ვიდრე წინა პროექტები. თემატიკა ამ პროექტების არის აქტუალური ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რამეთუ ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, ამავდროულად კი ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, როგორებიც არიან ონკოპაციენტები და შშმ პირები", - თქვა შეხვედრის დასასრულს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ.ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა განმარტავს, რომამ ეტაპზე რეგიონში 4 პროექტი ხორციელდება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მათ შორისაა ონკოლოგია, შშმ პირთა მომსახურება და პირველადი ჯანდაცვა.

"სამეგრელო-ზემო სვანეთი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია, რადგან უკვე მრავალი წელია ამ რეგიონზე ვაკეთებთ აქცენტს, ვახორციელებთ ბევრ პროექტს ამ არეალში, რათა გავზარდოთ ეფექტი. საბოლოო ჯამში ეს მოახდენს გავლენას პირველადი ჯანდაცვის ხარისხის ამაღლებაზე, უკეთესი სოციალური სერვისების უზრუნველყოფასა და ასევე ონკოლოგიური სკრინინგის პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე", - თქვა იან ბლინკამ.

შ​ეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ მიმოიხილა საკითხები, რომლებიც ეხება პროექტებს "ზრდასრულთა ალტერნატიული სერვისების განვითარება საქართველოში" და "ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში". მან დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და მათგან მუნიციპალიტეტსა და რეგიონში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების ექსპერტებმა ნატო შენგელიამ და მარინა შიხაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაციები პროექტებზე „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოში“ და "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს".შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და დამსწრეებმა მომავალი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დოკუმენტური ფილმის ,,დიდება დედოფალს‘‘ ჩვენება გაიმართა.
ზუგდიდში 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.