სარეკლამო მასალა
ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება მთელი რეგიონისთვის, აქ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ მათ მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკა, ისაუბრონ გამოწვევებზე და დასახონ სამომავლო გეგმები.

ახალგაზრდული ფორუმი, რამდენიმე ეტაპისგან შედგება, დაგეგმილია სხვადასხვა თემატური პანელები და სამუშაო ჯგუფები, სადაც ახალგაზრდებს შორის მოხდება გაანალიზება არსებული მდგომარეობის და რეკომენდაციების შემუშავება.

„ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალში სამოქმედო გეგმაში, რათა შევქმნათ კიდევ უფრო, ეფექტური მექანიზმები ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც საზოგადოებრივ - პოლიტიკური ასევე ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვისთვის“. - აღნიშნა აუდიტორიასთან სიტყვით მიმართვისას მერმა, მამუკა წოწერიამ.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში. ფორუმის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროგრამებისა და ინიციატივების მხარდაჭერისთვის ორგანიზაცია, World Vision საქართველოს წარმომადგენელმა მერს მამუკა წოწერიას მადლობის სიგელი გადასცა.

ახალგაზრდულ ფორუმზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022 -2026 წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტი #EU4Culture პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

ფორუმს ესწრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთს სამხარეო ადმინისტრაციის, სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.