სარეკლამო მასალა
ზუგდიდში "რიყეობა" ჩატარდა (ფოტო)
პროექტის "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, ზუგდიდში "რიყეობის" ღონისძიება ჩატარდა. 

პროექტს "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ახორციელებენ "ქეა კავკასია" (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" (Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ცენტრალურ პარკში გაიმართა. მას "ქეა კავკასიისა" და "თანხმობის" გუნდის წევრები ესწრებოდნენ. ასევე, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, ნინო სიჭინავა და სხვადასხვა სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დაგეგმილ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ახალგაზრდები. შეხვედრაზე მათ წარადგინეს სამოქმედო გეგმები, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, მათ შორის ახალგაზრდების მონაწილეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რესურსებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. ასევე, დაიგეგმა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები.

ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს "ქეა კავკასიისა" და "თანხმობის" წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებისთვის და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება მთლიანად თემისთვის და დიდ როლს ითამაშებს მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ამიტომაც, მათივე თქმით, აუცილებელია ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობის ხელშეწყობა, და რაც მთავარია, ამ საკითხში თემის სხვადასხვა წევრებისა და ჯგუფების მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებში მნიშვნელოვანია.

გახსნითი ნაწილის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამებით, რომლებშიც ახალგაზრდებთან ერთად თემის სხვა წევრებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

პროექტი "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით სათემო ინიციატივების და საგრანტო კონკურსის განხორციელებას. 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს 450 ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს (14-29 წლის), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში. პროექტი იმუშავებს 2022 წლამდე, და მის ფარგლებში, ახალგაზრდების, ასევე თემის წევრებისთვის სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება იგეგმება, მათ შორის:

· ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება - პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს განავითარონ სხვადასხვა უნარები, გააქტიურდნენ და გახდნენ ლიდერები. ისინი შეძლებენ გამოავლინონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

· საზოგადოების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაზრდა - სათემო ინიციატივებისა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე,  მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

· ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.