დაფინანსებული
ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ალერტკარის, ჭკადუაშის, ჭაქვინჯისა და ხეცერას ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

ალერტკარში, საკანკიოს უბანში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების პრობლემა 110 ოჯახს მოუგვარდება.

წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაპავების უბანში, სადაც 47 ოჯახს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.
150-მდე ოჯახს მოუგვარდება წყალმომარაგების პრობლემა ჭაქვინჯში, ბაღმარანის უბანში.

აღნიშნულ სოფლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხეცერაში, საკუტალიოს უბანში.

აღნიშნულ უბანში გზის სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდა და ადგილობრივებს მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.