დაფინანსებული
ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გამოკვლევები მიმდინარეობს
"ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლობით, ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი ვახტან ხელაშვილი მოზარდებს პირადად სინჯავს.

"გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერის მოადგილესთან მაიზერ ნანავასთან ერთად გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა "ჯო ენის" ექიმთა ჯგუფს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს.

უფასო გასინჯვები 17-18 სექტემბერს ჩატარდება. გამოკვლევების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები მკურნალობის კურსს "ჯო ენის საუნივერსიტეტო კლინიკაში" გაივლიან. სამედიცინო ჰოსპიტალი სამომავლოდ მსგავს აქციას იმერეთშიც გეგმავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.