სარეკლამო მასალა
ზუგდიდში შშმ პირებზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის "გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს დიდ ინსტიტუციებში მცხოვრებ შშმ პირებს ახალი ცხოვრების დაწყებაში და შესთავაზოს ზრუნვის ალტერნატიული სერვისი, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრის ფარგლებში ორგანიზატორებმა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, დიდი ზომის საცხოვრისების დეინსტიტუციონალიზაცისა და მცირე საოჯახო ტიპის სერვისების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მათ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გააცნეს თუ რა ტიპის სიახლეები იგეგმება აღნიშნული მიმართულებით რეგიონში.

"ჩვენი შეხვედრა დაკავშირებულია შშმ პირთა უფლებების დაცვის, საქართველოში არსებული დიდი ზომის პანსიონატების დენსტიტუციონალიზაციის პროცესსა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის საკითხებთან. რეგიონში ვმუშაობთ საკმაოდ დიდი ხანია და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მოხარულები ვართ, რომ უკვე ამ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, წარმოვადგინოთ და გავაზიაროთ ის მიმდინარე პროცესები, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის  ნაწილს წარმოადგენს", - აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა თამარ კურტანიძემ.

მან განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც თამარ კურტანიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტის მთავარი ამოცანაა პრევენციული მექნიზმის შემუშავება, რათა არარ შეიქმნას დიდი ზომის ინსტიტუციები და განვითარდეს შშმ პირთა მოვლის საოჯახო ტიპის სერვისები. პროექტის ფარგლებში ასეთი სერვისი დუშეთსა და ზუგდიდში შეიქმნება. ამჟამად 3 საცხოვრებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ჯამში კი 6 სახლის აშენებაა დაგეგმილი.

"საოჯახო ტიპის სახლები მოიაზრება, როგორც საუკეთესო ალტერნატივა, იმ ადამიანებისთვის ვინც მიაღწია 18 წელს, ან არის 18 წლის ზემოთ, სჭირდება ინტენსიური დახმარება და საცხოვრებელი. საოჯახო ტიპის სახლი საუკეთესო ალტერნატივაა, რასაც ვერ ვიტყვით დიდი ზომის საცხოვრებლებზე. აქ ადამიანი რჩება საზოგადოებაში, უნარჩუნდება ურთიერთობები ახლობლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სრულწლოვანი შშმ პირებისთვის ნიშნავს ისეთივე ცხორებას რომელიც სხვა ადამიანებს აქვთ", - გვითხრა შეხვედრის ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ორგანიზაცია "ხელი ხელს" წარმომადგენელმა მაია შიშნიაშვილმა. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ამ გზით შშმ პირთათვის მეტი სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რათა მათ აღნიშნულ საოჯახო ტიპის საცხოვრისებში უფრო კომფორტულად გააგრძელონ ცხოვრება. 

"წარმოვადგენთ პროექტს, რომლის განხორციელებაც გახდა შესაძლებელი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ახორციელებს აღნიშნულ პროექტს და მცირე საოჯახო ტიპის სერვისების განვითარება მოხდება 2 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში", - თქვა მერი მაღლაფერიძემ. 

პრეზენტაციას სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მომუშავე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი "გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში" ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.