სარეკლამო მასალა
ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი პროექტით აშენდება
სოციალური სახლების მშენებლობასა და ერთი თბილი ოთახის პროგრამაზე განცხადებების მიღება დასრულდა. ჯამში მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა 147 განცხადება, მათგან 96 სახლების მშენებლობაზე, ხოლო 51 ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე. შემდეგი ეტაპი შემოსული განცხადებების ადგილზე გადამოწმება და ოჯახების ანკეტირებაა.

სიახლეა სახლების პროექტშიც. სოციალური სახლების ახალი პროექტი, "უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით" შექმნილ კომისიას, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ წარუდგინა. ახალი პროექტით იცვლება სახლების იერსახე, იზრდება კვადრატულობა, სახლები უზრუნველყოფილი იქნება კომუნიკაციებით.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული, ხოლო „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში, 69 ოჯახი ჩაერთო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.