ზუგდიდელი მეწარმეები ევროპის დღეებზე #EU4Culture-ს ფარგლებში წარდგნენ
თბილისში, ექსპო ჯორჯიაში, "ევროპის დღე" გაიმართა,
სადაც სტუმრებს კოლხური კულტურის აღმოჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
#EU4Culture-ს სპეციალურ სტენდზე, სტუმრებს ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების საიდუმლოებები, კერამიკული ნაკეთობების დამზადება და თექაზე მუშაობის ტექნიკა გააცნეს.
EU4Culture-ს აქტივობები ორგანიზებულია პროექტის მთავარი ბენეფიციარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები